პანდემია 5 წელზე ადრე არ დასრულდება. თოროსიანი
მინისტრი ამბობს, არავითარი გარანტია არ არის, რომ, მაგალითად, ის დაინფიცირებით არ ,,მოკლავს“ თავის ბებია-ბაბუას, ამიტომ უნდა დაიცვან აუცილებელი წესები.
ერევანი – Sputnik. კოროვირუსული ვაქცინის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, პანდემია 5 წელზე ადრე არ დასრულდება. ასეთი პროგნოზი გააკეთა სრ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში, სადაც აღნიშნა, რომ ასეთი დასკვნა გამოიტანა დღეს 5 ქვეყნის სპეციალისტებთან საუბრის დროს.
მისი თქმით, ჩვენ ცოტა უნდა დავსერიოზულდეთ, რადგან არსებული ვითარება ძალიან დიდხანს გაგრძელდება. თოროსიანმა აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ყოველდღიური ცხოვრება, და არა თუ დავუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას.
”დადგენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფებს ჩვენ იზოლაციაში არ ვამყოფებთ სასტუმროებში, ისინი თვითიზოლაციში არიან. გათავისუფლებულ სასტუმროებში ჩვენ უსინდრომო პაციენტებს ვათავსებთ. მაგრამ, თუ შენარჩუნდება დაავადებების ეს ტემპი, 7-10 დღეში უსინდრომო პაციენტებიც იზოლირებულ იქნებიან სახლებში”- აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრი ამბობს, არავითარი გარანტია არ არის, რომ, მაგალითად, ის დაინფიცირებით არ ,,მოკლავს“ თავის ბებია-ბაბუას, ამიტომ უნდა დაიცვან აუცილებელი წესები.
შეეხო რა სამინისტროში დაფიქსირებულ დაინფიცირების შემთხვევებს, თოროსიანმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დიდი აფეთქებებები არ არის. თოროსიანმა აღნიშნა, რომ მართალია, მას უკვე ჩაუტარდა ტესტირება და ტესტის პასუხი უარყოფითია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს. მისი თქმით, ის ცდილობს ნულამდე დაიყვანოს ვინმეს ნახვა.
არსენ თოროსიანმა ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნება ექიმების, პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებისგან შემდგარი 119 მობილური ჯგუფები, რომლებიც გააკონტროლებენ, რომ თვითიზოლირებულებმა არ დატოვონ იზოლაციის ადგილები.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს 142-ით გაიზარდა და გახდა 3860. ამ დროისთვის, ფაქტობრივად, მკურნალობას გადის 2218 ადამიანი, ჩატარებულია 36016 ტესტირება, ინფიცირებულთაგან 1572 უკვე გამოჯანმრთელებულია. სულ დარეგისტრირდა კორონავირუსის დაავადებით გარდაცვალების 49 და არაპირდაპირი გარდაცვალების 21 შემთხვევა.