მთავარისაზოგადოება

რომელი ქვეყნის ტურისტებს მიიღებს საქართველო?

ისრაელი პირველი ქვეყანა იქნება, ვინც 1 ივლისიდან საქართველოში ტურისტების ნაკადს გამოაგზავნის.  ამის შეასხებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთის რესპუბლიკასთან, ავსტრიასთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან და მის მეზობლებთან.

მან ასევე აღნიშნა, რომ სილამაზის სალონები 18 მაისს გაიხსნება. საგანგებო მდგომარეობა საქართველოში ძალაშია 21 მარტიდან 22 მაისამდე. ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის 652 შემთხვევა, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button