მთავარიპოლიტიკა

სააკაშვილს წარუდგინეს უკრაინაში თავდაცვის საწარმოების რეფორმის პროექტი

1in.am. სახელმწიფო საწარმო ,,უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის“  ხელმძღვანელობამ უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელს მიხეილ სააკაშვილს წარუდგინა თავდაცვის საწარმოების რეფორმაზე მიმართული გეგმები. ამის შესახებ აცნობეს საწარმოს პრესსამსახურში.

”საწარმო არის ასეთი მასშტაბის ბოლო სტრატეგიული სტრუქტურა უკრაინაში, რომელშიც რეფორმა არ ჩატარებულა”, – აღნიშნა ,,უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის“ ხელმძღვანელმა აივარას აბრომავიჩიუსმა. მისი თქმით, საწარმო მოიცავს ყველა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელი თავდაცვის ინდუსტრიის ტრანსფორმაციის პროცესსა და სიჩქარეზე. საწარმოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეროვნული საბჭო აღიქმება როგორც ისეთი პარტნიორი, რომელიც შეძლებს დაეხმაროს კონცერნს არა მხოლოდ რეფორმების დაწყებაში, არამედ სრულყოს ტრანსფორმაციის მთელი მოცულობა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შემდეგი შეხვედრის განმავლობაში მხედველობაში მიიღება საწარმოს გარდაქმნის სტრატეგია და ეროვნული საბჭო მხარს დაუჭერს მას.

ნახეთ მეტი
Back to top button