მთავარიპოლიტიკა

სამხედრო ინდუსტრია უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ერთ – ერთი წამყვანი სექტორი: პრემიერ მინისტრი

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ  ფაშინიანის თავმჯდომარეობით, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილეს სამხედრო საჭიროებებისთვის სახელმწიფო შეკვეთის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, პრემიერ-მინისტრის შტაბის უფროსი, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები და მაღალი ტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს ხელმძღვანელები. როგორც  news.am-ი წერს შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა:

„ის რეგისტრირებულია ჩვენი მთავრობის პროგრამაში და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხედვა, რომ სომხეთის რესპუბლიკაში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, უფრო სწორად, ერთ – ერთი წამყვანი სექტორი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ მთავრობის სტრუქტურაში, გადავიტანეთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მაღალი ტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს სისტემაში.

და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამ დროის განმავლობაში მე პირადად დავრწმუნდი, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად სომხეთის რესპუბლიკაში არსებობს ინტელექტუალური,  სამეცნიერო და  პროფესიონალური პოტენციალი. ახლა ჩვენ უნდა შევძლოთ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის უზრუნველყოფა  ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის. აქ ჩამოთვლისას  პირველ -მეორის  აღნიშვნა არ იქნება მთლად სწორი, ამიტომაც ავღნიშნავ, რომ ჩვენ პარალერულად უნდა გვქონდეს ორი რამ:   საწარმოო სიძლიერე და  საექსპორტო ინფრასტრუქტურა.

რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი და სტრატეგიული მსჯელობის საკითხია. ამ ეტაპზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შინაგანი სამხედრო საჭიროებისთვის შევძლოთ სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება და ფორმირებ, რათა ერთდროულად ორი პრობლემა მოგვარდეს. პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, სომხეთში სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას და მეორე მხრივ, ჩვენ შევძლოთ სწორად უზრუნველვყოთ ჩვენი ამჟამინდელი უსაფრთხოების საკითხები“, – თქვა პრემიერ მინისტრმა.

შემდეგ, შეხვედრის დროს, პრემიერ მინისტრს მოახსენეს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ეხებოდა  გარკვეული სამუშაო სისტემებისა და მექანიზმების შექმნას,  წარმოქმნილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის შესაძლებლობებს.

ნახეთ მეტი
Back to top button