მთავარისაზოგადოება

საქართველომ მკაცრად დაიცვა შემზღუდველი ზომები, მაგრამ ხალხი ძალიან დაიღალა

Lragir. Am-ის კორსპოდენტი  სირანუშ  პაპიანი ესაუბრა თბილისის სააგენტო  Black Sea Press-ის მთავარ რედაქტორს , პოლიტოლოგ გელა ვასაძეს: ჩვენ წარმოგიდგენთ ამ ინტერვიუს თარგმანს.

ბატონო გელა,  რაში მდგომარეობს  საქართველოს  საიდუმლო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,  ის  რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს,  ერთი ინფიცირებული  – ერთ დღეში?

გულწრფელად რომ ვთქვა, მე არ მესმის, თუ როგორ შეიძლება წარმატების განსაზღვრა ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. ეჭვგარეშეა, რომ გარდაცვლილთა  შედარებითი მცირე რაოდენობა წარმატებაა. მაგრამ აქ ჩვენ უნდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ექიმებს, რადგან საქართველოში მედიცინის დონე ნამდვილად  მაღალია, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამასთან ერთად  შემაკავებელი ზომები მკაცრად იქნა დაცული, თუმცა  ეს უკვე წარსულში იყო. ხალხი ძალიან დაიღალა.

საქართველომ 18 ავიაკომპანიასთან მიაღწია შეთანხმებას ფრენების განახლების შესახებ. უბრუნდება თუ არა საქარტველო ნორმალურ ცხოვრებას?

მთელი მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას მალე ვერ დაუბრუნდება, მაგრამ შეთანხმებები ძალიან კარგია. პირველ კვირეებში გადადებული  მოთხოვნილების სინდრომი იმუშავებს, ასე რომ, ადამიანები  შეძლებენ  მცირეს გამომუშავებას.  

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისს დასრულდება. კვლავ გახანგრძლივება იგი და თუ გახანგრძლივდება,  რა შედეგები მოჰყვება მას?

სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება, მაგრამ შემსუბუქდება კიდევაც.  უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ახალი წესების დაცვით. დიდი ხანია უკვე რაც უნდა დაგვეწყო ახლებურად ცხოვრება, მაგრამ უმჯობესია გვიან,  ვიდრე არასდროს.

რამდენი დრო დასჭირდება კოროვირუსის ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრას?

მსოფლიოს 1,5-2 წელი დასჭირდა  2008 წლის ეკონომიკური კრიზისიდან ამოსვლისათვის.  ახლა კრიზისი უფრო ღრმაა, ამიტომ მეშინია, რომ აღდგენას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება. ვნახოთ, ახლა ყველაფერი სულ სხვაგვარადაა.

ნახეთ მეტი
Back to top button