პოლიტიკა

სომხეთი-რუსეთის რეგულარული ფრენები გაიხსნება. რა უნდა გააკეთონ სომხეთში ჩამოსულებმა?

სრ ვიცე-პრემიერ მინისტრი ტიგრან ავინიანი პარლამენტის დეპუტატებს აცნობებს საგანგებო რეჟიმის შეზღუდვების შესუსტების და გამკაცრების ახალ წესებს.

ერევანი – Sputnik. 15 მაისიდან რუსეთი-სომხეთის მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდება. სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები შეძლებენ სომხეთში დაბრუნებას. ინფორმაცია დღეს ეროვნულ ასამბლეაში, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ  სპეციალურ სხდომაზე, გამოცხადა სრ ვიცე-პრემიერ მინისტრმა, კომენდანტმა ტიგრან ავინიანმა.

ამასთან, ავინიანის თქმით, დაბრუნებული პირები უკვე იზოლირებული კი არ იქნებიან, არამედ თვითიზოლაციაში იქნებიან.

”უკვე იმოქმედებს თვითიზოლაციის სავალდებულო რეჟიმის დაცვის უმკაცრესი რეჟიმი”, – აღნიშნა ავინიანმა.
ავინიანის თქმით, სხვა რეგულარული ფრენების განახლება მოხდება არა უადრეს ივნისის შუა რიცხვებისა, ეს დამოკიდებულია სომხეთში და მსოფლიოში კოროვირუსულ ვითარებაზე.

სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ ამ მომენტისათვის ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობა გთავაზობთ, რომ სომხეთში 16 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს კიდევ ერთი თვის განმავლობაში, 13 ივნისის 17:00 საათამდე.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამჟამად განიხილება სრ ეროვნული ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის ახალი რეჟიმი გულისხმობს როგორც განსაზღვრულ შესუსტებას, ასევე გამკაცრებას.

ნახეთ მეტი
Back to top button