მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა․ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 4044

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების უკანასკნელი შემთხვევები. ერთ დღეში დაფიქსირდა გარდაცვალების სამი ახალი შემთხვევა.
ერევანი, 15 მაისი –Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს 184 – ით გაიზარდა და გახდა 4044. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ამრიგად, ჩვენ გვაქვს კორნავირუსით დაავადების 184 ახალი შემთხვევა და 94 გამოჯანმრთელებული.
ამ დროისთვის, ფაქტობრივად, 2304 ადამიანი მკურნალობს, ჩატარებულია 37476 ტესტი, ინფიცირებულთაგან 1666 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის დაავადებით სულ აღინიშნა  52 გარდაცვალების და 22 არაპირდაპირი გარდაცვალების შემთხვევა.
14 მაისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3,860 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთში კორონავირუსის მიერ განპირობებული საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივების შესახებ. ის გაგრძელდება 13 ივნისის 17:00 საათამდე. გახანგრძლივებულმა საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.

ნახეთ მეტი
Back to top button