საზოგადოება
იანიკ ქალანთარიანი დაინიშნა ბელგიაში საქართველოს საპატიო საკონსულოდ
ბელგიელი ბიზნესმენი იანიკ ქალანთარიანი დაინიშნა ბელგიაში საქართველოს რესპუბლიკის საპატიო კონსულად. ამის შესახებ წერს Nouvell d ‘ Armenie. გაზეთის ცნობით, ის ასევე არის ბელგია-სომხეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი.
ქალანთარიანი წარმოშობით დიდი სომხური ოჯახიდანაა (ქალანთარიან-ზარგარიანი). მისი წინაპრები XX საუკუნის დასაწყისში თბილისში გადავიდნენ და რუსული რევოლუციის შემდეგ იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ იგი. ოჯახი ყოველთვის მჭიდრო კავშირში არის საქართველოსთან.
სახლი, რომელიც ოჯახის საკუთრებაშია და აშენებულია არქიტექტორ გევორგ სარგსიანის მიერ, მდებარეობს თბილისის სოლოლაკის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩა 27 ნომერში და შედის ქვეყნის სახელმწიფო მემკვიდრეობის სიაში.