მთავარისაზოგადოება

შვეიცარულმა ონლაინ ჟურნალმა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სომხეთის შესახებ

ამ დღეებში  შვეიცარიულმა ონლაინ ჟურნალმა  „ნახრიხტენდისტ  ოსტლიხე კირხენ“-მა  ყოვლისმომცველი სტატია გამაოქვეყნა  სომხეთზე, სომხეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე და კორონავირუსის წინააღმდეგ ეროვნულ ბრძოლაზე, მიმდინარე წლის აპრილში “საგანგებო” პირობებში ჩატარებული სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღის აღნიშვნის ახალ ფორმატზე.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი არის შტეფან კუბეინი, რომელიც 5 წლის  წინ პირველად იმყოფებოდა სომხეთში. მაშინ მან მონაწილეობა მიიღო ეჩმიაძინში გენოციდის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელ პარაკლისში. ეწვია მიწისძვრისაგან დაზარალებულ რაიონებს.

 სტატიის პირველი ნაწილი აღწერს სომხეთში ზოგადად არსებულ ვითარებას: ეკონომიკურ  სირთულეებს  დამოუკიდებლობის მოპოვებისა და   ყარაბაღის ომის შემდეგ, აზერბაიჯანის მხრიდან  მუდმივ  აგრესიულ გამოწვევებს, თურქეთის ანტი-ისტორიულ და ნეგატიურ დამოკიდებულებას, სასაზღვრო ბლოკადას, რესურსების ნაკლებობას, რუსული ენერგიის წყაროებზე დამოკიდებულებას, სპარსულ იმპორტს, საქართველოს მიერ გამოყოფილი დერეფნის სასიცოცხლო მნიშვნელობას.

პუბლიკაციის მეორე ნაწილი ეხება საგანგებო სიტუაციებში ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული  ძირითადი ზომების ჩამონათვალს, სახელმწიფო დახმარების სხვადასხვა პროგრამებს, საზოგადოებრივ რეაგირებას, სასულიერო დაწესებულებების მიერ განხორციელებულ მომსხაურეობის სხვადასხვა სახეს,  დიასპორისა და ადგილობრივი ქველმოქმედების შემოწირულობებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მაგალითებს.

ბოლო ნაწილი მთლიანად ეძღვნება გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც სომეხმა ერმა წელს „საგანგებო სიტუაციის “ პირობებში  მეტად ორგინალურად აღნიშნა.  

ნახეთ მეტი
Back to top button