კულტურამთავარი

მინიმალიზმი, ვერცხლი და ანტიკური მოტივები. სომხური სამკაულების ბრენდის და ქართველი დიზაინერის ახალი ერთობლივი ნამუშევარი

News.am. სომხურმა საიუველირო ბრენდმა “4tysevenjewelry”, რომელიც სპეციალიზირებულია ვერცხლის და მარგალიტის ნაწარმში, შექმნა სამკაულების ახალი კოლექცია ქართული ბრენდის “ინდივიდის” დიზაინერ თამარ დავითნიძესთან ერთად.



”თითოეული ნაწარმი გამოირჩევა მინიმალიზმის და გედონიზმის ელეგანტური სიმარტივით. სარეკლამო კამპანიის მთავარი კონცეფციაა ”პატარა ნიშნავს ბევრს, ხოლო მარტივი – რთულს”. სამკაულები დამზადებულია მარგალიტისგან, ვერცხლისა და ოქროსგან, მოგვაგონებენ ორგანულ კონტურებს, გეომეტრიულ ფორმასა და ხაზებს”- ამბობს ” 4tysevenjewelry ” ბრენდის დიზაინერი ირენ ისაჰაკიანი.

მისი თქმით, ახალი სარბიელი ბუნებისგან არის შთაგონებული, უბრალო ხაზების და ტალღების მინიმალიზმით. სომხურ-ქართული თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა უნიკალური საყურეები, ჩოკერები და ყელსაბამები.



ქართული  ბრენდი “ინდივიდი”შეიქმნა 2018 წელს ქართველი დიზაინერის თამარ დავითნიძის მიერ. ბრენდი ამაყობს თავისი ელეგანტურობით, რომელიც არ ექვემდებარება დროის მართვას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნატურალურ ქსოვილებსა და მაღალხარისხოვან ოსტატობას.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close