გაიზრდება სომხეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მოცულობა

არმენპრესი. როგორც ახალი ტიპის კოროვირუსების გავრცელებისა და მასთან ბრძოლის ნაწილი, სომხეთი აქტიურად თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. “არმენპრესის” ცნობით, 16 მაისს ჩატარებული ონლაინ პრესკონფერენციის დროს, წარმოადგინა რა “100 ფაქტი ახალი სომხეთის შესახებ”, განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან შეახსენა, რომ სურსათის უვნებლობის საკითხის მოსაწესრიგებლად, 30 ივნისამდე მესამე ქვეყნიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტირებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საქონელზე გამოიყენება იმპორტის საბაჟო გადასახადის0 პროცენტიანი განაკვეთი.
”კარტოფილი, ხახვი, ნიორი, კომბოსტო, სტაფილო, წიწაკა, ბრინჯი, წიწიბურა, ბავშვთა საკვები, ისევე როგორც მრავალი მედიკამენტი მიეკუთვნება პროდუქციის ამ კლასს. 2019 წლის დეკემბერში შეთანხმება იქნა მიღებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან, სომხეთისთვის 900 საქონელზე არსებული შეღავათების გახანგრძლივების შესახებ, რომელიც უნდა მოხსნილიყო 2020 წლის 1 იანვრიდან. მოსალოდნელია 0,5-0,6% ფასების ზრდა ამ პროდუქტებზე, განეიტრალდა”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სრ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ევროკავშირი სომხეთს ჯამში დაახლოებით 96 მილიონი ევროს, შეერთებული შტატები – 1.7 მილიონი დოლარის, მსოფლიო ბანკი – 3 მილიონი დოლარის ფინანსურ ან მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას მიაწვდის.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ კრიზისის გამო, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი ქვეყანა გეგმავს სომხეთის ფინანსური დახმარების გაზრდას.
”კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გეგმავს სომხეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდას 280 მილიონ აშშ დოლარამდე. ხელი მოეწერა ფინანსური თანამშრომლობის ხელშეკრულებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, სომხეთისათვის გრანტების, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხების გაცემის თაობაზე, რომლის მთლიანი მოცულობა აღემატება 91 მილიონ ევროს”, – დაასრულა ფაშინიანმა.