მთავარისაზოგადოება
გაუქმდა მარნეულის მკაცრი საკარანტინო რეჟიმი: სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
18 ივნისიდან მოხსნილია მარნეულის რაიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი და დაშვებულია შესვლა და გასვლა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთში საქართველოს საელჩოს Facebook გვერდი ავრცელებს.
„ამიერიდან, სომხეთის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ საქართველოდან სომხეთში გამგზავრება, შეუძლიათ გაემგზავრნონ შეზღუდვების გარეშე სადახლოს გამშვები პუნქტით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ამავე დროს, გაცნობებთ, რომ უცხოელთა (მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების) საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა ჯერ კიდევ აკრძალულია, ხოლო ამ გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში, საელჩო გამოვა შესაბამისი განცხადებით“, – ნათქვამია წერილში.