საზოგადოება

“ოჯახის სიწმინდის დღე” მოტოციკლებიდან და მანქანებიდან — რა ხდებოდა ქუჩებში

News.on.ge. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო “ოჯახის სიწმინდის დღეს” აღნიშნავს. ეს “დღესასწაული” ილია მეორემ 17 მაისს მრევლის და სასულიერო პირების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი დარბევიდან ერთი წლის შემდეგ დააწესა.

წლების განმავლობაში საპატრიარქო 17 მაისს ხალხმრავალ მსვლელობას აორგანიზებდა, რომელსაც ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფებიც უერთდებოდნენ. თუმცა სახელმწიფო ვერ ახერხებდა გამოხატვის თავისუფლება ჰქონოდათ მშვიდობიან მოქალაქეებსაც — ლგბტქ აქტივისტებს, რომლებიც ჰომოფობიას აპროტესტებენ.

წელს ეკლესიამ მსვლელობის მანქანებით გამართვა დააანონსა. თუმცა ადგილზე მისულ ჟურნალისტებს მოტოციკლებიც დახვდათ.

ფოტო: On.ge / სალომე ჩიკვილაძე

როგორც აღმოჩნდა, მოტოციკლებით ეკლესიასთან ერთ-ერთი ბაიკერთა კლუბის წარმომადგენლები იყვნენ. მათ On.ge-ს უთხრეს, რომ კოლონა მოტომოყვარულთა ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.

ფოტო: On.ge / სალომე ჩიკვილაძე

“ეს არის ჩვენი პატარა ოჯახი და შესაბამისად, ოჯახის სიწმინდეა ჩვენთვის…”, — ამბობს კოლონის მონაწილე ბაიკერი.

ფოტო: On.ge / სალომე ჩიკვილაძე

მაღალი გამავლობის ჯიპებში სასულიერო პირები მოთავსდნენ. მათ თან ჰქონდათ ხატები და დიდი სათლები ნაკურთხი წყლით.

ფოტო: On.ge / სალომე ჩიკვილაძე

მანქანა აღჭურვილი იყო დროშებითაც, რომელთა ნაწილს “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებული სიტყვები ეწერა. იყო საქართველოს ეროვნული დროშებიც.

ჯიპებთან ერთად სამებიდან დაიძრა მოტოციკლების კოლონაც.

ფოტო: On.ge / სალომე ჩიკვილაძე

რესპუბლიკის მოედანზე მცირე შესვენება მოაწყვეს, შემდეგ კი ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდნენ.

ფოტო: On.ge / სალომე ჩიკვილაძე

გზად ნაკურთხ წყალს ქუჩებისა და ტაქსის მიმართულებით ასხურებდნენ.

ფოტო: On.ge / სალომე ჩიკვილაძე

საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული მსვლელობა უკვე დასრულდა.

ნახეთ მეტი
Back to top button