
თუ როგორ არიან გლობალურ სამყაროში პოლიტიკური მოვლენები მოქცეული ერთ საერთო ნასკვში, მოგვითხრობს ნაირა აირუმიანის ანალიტიკური სტატია, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა საიტზე lragir.am.
თავაზობთ სტატიის თარგმანს:
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო გადადის სრულიად ახალ პოლიტიკურ ეტაპზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. უგულავას თქმით, ეს ისტორიული მომენტია და იწყება დიდი გარდაქმნების ერა.
15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა შეწყალების აქტი გიგი უგულავასა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. მათი განთავისუფლება საერთაშორისო კონსენსუსის ნაწილი იყო საქართველოში შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს პოლიტპატიმრების განთავისუფლებისა და საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ. მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მანამ არ გაათავისუფლა პოლიტპატიმრები, სანამ აშშ-ს კონგრესი საქართველოს ხელმძღვანელობას მკაცრი სანქციებით არ დაემუქრა.
ხელისუფლებამ უკან დაიხია და საქართველოში უკვე საუბრობდნენ ბიძინა ივანიშვილის ეპოქის დასასრულის შესახებ, რომელსაც პრორუსულ ოლიგარქს ეძახიან. ივანიშვილი, როგორც ამბობენ, გაზპრომის მთავარი აქციონერია და საქართველოში მოსკოვის “წარმომადგენლად” მიიჩნევა.
დათმობს თუ არა მოსკოვი საქართველოს, რომელსაც თავისი გავლენის ქვეყნად მიიჩნევს. გარდა ამისა ვაშინგტონი და ბრიუსელიც არის შეწუხებული საქართველოზე თურქეთისა და ჩინეთის დღითი-დღე მზარდი გავლენის გამო. ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლაც სწორედ ამაზე მეტყველებს, დასავლეთი არ დაუშვებს, რომ ჩინეთი განმტკიცდეს საქართველოში და საერთოდ შავ ზღვაზე.
ასე თუ ისე რუსეთის გავლენა საქართველოში შეიძლება შემცირდეს. და ეს არის დიდი პროცესის ნაწილი, რომელიც დაიწყო რუსეთის საზღვრების მთელ პერიმეტრზე.
მოლდოვაში საკონსტიტუციო სასამართლომ აუკრძალა ქვეყანას რუსეთიდან სესხის აღებას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რამაც ძალაუფლების კრიზისი გამოიწვია – პრორუსულ პრეზიდენტს დოდონს არ დარჩა არჩევანის შანსი.
ყაზახეთის პრეზიდენტმა მოულოდნელად გაათავისუფლა დარიგა ნაზარბაევა სენატის სპიკერის პოსტიდან, რითაც, მათი თქმით, შეამცირა მისი დამოკიდებლობა მოსკოვზე.
ბელორუსმა ახლახან მიიღო ამერიკული და საუდის ნავთობით დატვირთული ტანკერები. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბელორუსიის სუვერენიტეტს და რუსეთისადმი მისი დამოკიდებულების შემცირებას.
უკრაინაში პუტინის მოძულე სააკაშვილმა, სამთავრობო თანამდებობა დაიკავა და მოახდინა მისი პოლიტიკური საქმიანობის ლეგალიზება.
პოლონეთმა უარი თქვა რუსეთთან შეთანხმების განახლებაზე Yamal-Europe მილსადენით გაზის ტრანზიტის შესახებ და იწყებს ნორვეგიიდან გაზის მიღებას და თხევადი გაზი შემოაქვს შეერთებული შტატებიდან.
თავის მხრივ, გერმანიამ ფაქტიურად აუკრძალა რუსეთს გაზსადენის Nord Stream 2 აშენება.
სომხეთმა, ბელორუსმა და ყირგიზეთმა მიმართეს რუსეთს გაზის ფასების შემცირებისათვის, ხოლო თუ მოსკოვი არ დათანხმდება წამოჭრიან საკითხს ერევნის ატომური სადგურის მიზანშეწონილობის შესახებ.
როგორ რეაგირებას მოახდენს მოსკოვი ამ პროცესებზე.
ავტორი: ნაირა აირუმიანი