საზოგადოება

სომხეთს ნამდვილად აქვს ახალი იარაღი და მას მალე აჩვენებენ – ფაშინიანი

ახალი შემუშავება გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ინფორმაცია ამის შესახებ მაშინ გახდება ხელმისაწვდომი.

ერევანი – Sputnik. სომხეთს ნამდვილად აქვს ახალი იარაღი და მალე ნაჩვენები იქნება საზღვარგარეთ. ამის შესახებ თავის ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადასომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა .
მათ სურთ, რომ ახალი შემუშავება გამოიყენონ არა მხოლოდ სომხეთში, არამედ საექსპორტოდაც.
”პროექტი ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია, მაგრამ როდესაც ის მზად იქნება საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად, და როდესაც უკვე მზად იქნება ახალი იარაღის ნიმუშები, ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ახალ შემუშავებაზე პრემიერ-მინისტრმა უკვე ისაუბრა დაახლოებით ერთი თვის წინ. ეს ინფორმაცია დაადასტურა მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button