მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა უპრეცედენტო ზრდა აღირიცხა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს 351 – ით გაიზარდა და გახდა 4823.  ინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობა 24 საათის განმავლობაში სომხეთში ჯერ არ ყოფილა დარეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.

ამ დროისთვის, ფაქტობრივად, 2718 ადამიანი მკურნალობს, 41 850 ტესტირებაა ჩატარებული.  კორონავირუსის დაავადებით სულ დაიღუპა 61 ადამიანი (გუშინდელთან შედარებით 5-ით ზრდა).  

შეგახსენებთ, რომ 14 მაისის სხდომაზე სომხეთის  მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება. ის გაგრძელდება 13 ივნისის 17:00 საათამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button