საერთაშორისო

ბელორუსია და საქართველო – მძიმე პარალელი დევიდ კრამერისგან

guriismoambe.com საქართველოს მეგობარმა, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა და ფრიდომ ჰაუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ კრამერმა გადაცემა “დღის სტუმარში” საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.  

მისი თქმით, ხელისუფლებამ პოლიტპატიმრების საკითხი დათმო საერთაშორისო ჩართულობის შედეგად, რადგან ამერიკის და ევროკავშირის ელჩებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს 8 მარტის შეთანხმების შესრულება. 

კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გიორგი რურუას გათავისუფლება, კრამერი იმედოვნებს, რომ მისი პროცესიც პოზიტიურად დასრულდება, რადგან შემდგომში საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. საქართველოში იყოს უკეთესი საარჩევნო მოდელი, ოქტომბრის არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი და ქვეყანამ უნდა შეძლოს ღია და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება პანდემიის მიუხედავად, – ამბობს იგი.

კრამერი საქართველოში არსებულ სიტუაციას ბელორუსიასა და ლუკაშენკოს რეჟიმს ადარებს. იგი ამბობს, რომ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესეს სწორედ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს პოლიტპატიმრები გამოეშვა. 

მისი თქმით, ბელორუსიისთვის დაწესებული სანქციები იყო პერსონალურიც და ზოგადიც, ვიზების შეჩერება და ანგარიშების გაყინვა ლუკაშენკოსა და მის გარემოცვისთვის და სანქციები ბელორუსული კომპანიებისთვის, რათა ზეწოლა ყოფილიყო “სრულყოფილი”.  

კრამერი ამბობს, რომ თუ საქართველოს ორი წლის განმავლობაში არ ყავდა ამერიკის ელჩი, ახლა ეს სიტუაცია შეცვლილია, რაც ნიშნავს, რომ საქართველო მუდმივად იქნება ამერიკის ფოკუსში. 

ნახეთ მეტი
Back to top button