მთავარისაზოგადოება

„იტალიელებთან ადვილია, ისინი ძალიან ჰგვანან სომხებს“, – ჰენრიხ მხითარიანი იტალიას სიყვარულს უხსნის (ვიდეო)

იტალიის “რომას”  ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა გადაცემა  “A Day With …”-ს  ეთერში აღიარა, რომ მას იტალიაში ცხოვრება მოსწონს.

„პირველი დღიდანვე  რომში თავს კარგად ვგრძნობდი, როგორც ქალაქში, ასევე გუნდში. ბედნიერი ვიქნები, თუ აქ დავრჩები, არ მაქვს კომუნიკაციის პრობლემა, არც ინტერვიუების მიცემაც მიჭირს.  აქ სახლში ვგრძნობ თავს, რადგან ძალიან ადვილია იტალიელებთან ურთიერთობა. ისინი სომხებივით არიან, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ ორ განსხვავებულ ენაზე და ეს არის”,- თქვა მხითარიანმა.

ინტერვიუს დროს ფეხბურთელმა პირველად ილაპარაკა  ახალშობილ შვილზე. ჰენრიხისა და მისი მეუღლის ბეთი ვარდანიანის  ვაჟი  4 მარტს დაიბადა, ხოლო შვილს მისი  მამის, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, აწ გარდაცვლილი  ჰამლეტ მხითარიანის საპატივცემულოდ  ჰამლეტი დაარქვეს. ჰენრიხმა აღიარა, რომ მას წარმატებებისაკენ მისი შვილი უბიძგებს.

ის ნანობს, რომ კოროვირუსული ვითარების გამო შვილის დაბადების შემდეგ მოედანზე არ გამოსულა, თუმცა  დიდი ენთუზიაზმით ვარჯიშობს. 31 წლის ფეხბურთელმა ასევე აღიარა, რომ ფეხბურთის კარიერის დასრულებაზე ფიქრს იწყებს.

”მე ბევრი მოვიგე, მაგრამ ეს წარსულშია. ჩემი საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე ბევრი დრო არ დამრჩენია, მომავალ  წელს კი მინდა რაც შეიძლება მეტი ჯილდო მოვიგო, ისე რომ ხალხს დიდხანს დავამახსოვრდე”, – თქვა ფეხბურთელმა.

მისი თქმით,  სურს რომში დარჩენა და იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი  ამჟამად  თამაშობს იტალიურ “რომაში”, რომლის  კონტრაქტიც იწურება 2021 წლის ბოლოს.

პროგრამა “A Day With …”  ფინანსდება  სომხეთში იტალიის საელჩოს მიერ.

ნახეთ მეტი
Back to top button