მთავარისაზოგადოება

ნუბარ აფეიანის კომპანია Moderna-ს მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინა გამოცდის ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს

ამერიკელ-სომეხი ბიზნესმენის და ქველმოქმედის, ნუბარ აფეიანის Moderna ბიოტექნოლოგიის კომპანიის მიერ შექმნილ ვაქცინას პირველი დადებითი შედეგი მოჰყვა Covid-19– ის  წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ იტყობინება CNN, კომპანიის კომპანიის პრესსამსახურის მითითებით.

ანგარიშის თანახმად, წინასწარი მონაცემები იქნა მიღებული კლინიკური კვლევების პირველი ეტაპის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოხალისეთა მცირე რაოდენობამ. ექსპერიმენტის მიზანი იყო გაერკვია, ვაქცინა უსაფრთხო იყო თუ არა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, Moderna შედის იმ 8 კომპანიის რიცხვში, რომლებიც აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკურ კვლევებს ატარებს.

კომპანიის ცნობით, კლინიკურ კვლევებში  მონაწილე ყველა რვა მოხალისეს გამოუმუშავდა  ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები,  რაც უტოლდება იმ დონეს, როცა ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდება და გამოჯანმრთელდება.

გამანეიტრალებელი ანტისხეულები  ბლოკავენ ვირუსს და ნებას არ აძლევენ მან დააზიანოს ადამიანის სხეული.  

კომპანია ახლა იწყებს ტესტირების მეორე ფაზას, რომელშიც შედის ექსპერიმენტში მონაწილეთა უფრო დიდი რაოდენობა. ექსპერტები ტესტის მესამე ეტაპის დაწყებას ივლისში გეგმავენ.

ნახეთ მეტი
Back to top button