პოლიტიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სომხეთში 280 მილიონი დოლარი გამოყო კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად

Tert.am. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორომავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სომხეთს 280 მილიონი დოლარი გამოეყოს. ამის შესახებ წერს 1prime.ru ვებგვერდი.
”საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს სომხეთს კოროვირუსთან ბრძოლისთვის სასწრაფოდ გამოყოს 280 მილიონი აშშ დოლარი”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ფონდიდან დასძინეს, რომ “დაფინანსება დაეხმარება ხელისუფლებას მოკლევადიანი რისკების თავიდან აცილებაში და სახსრებით უზრუნველყოფს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული  სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრას”.
19 მაისის მდგომარეობით, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის ინფექციის 21 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 3 მოქალაქე. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 5041, დაღუპულთა რიცხვი 64.

ნახეთ მეტი
Back to top button