მთავარიპოლიტიკა

სომხეთს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და მოსსადთან შესადარებელი დაზვერვა უნდა ჰქონდეს. “ჩემი ნაბიჯი”

News.am. ბოლოს და ბოლოს, სომხეთს უნდა ჰქონდეს დაზვერვა, რომელიც მისი შესაძლებლობებით შესადარებელი შეიძლება იყოს მოსადთან, მი-5-თან, ან მი-6-თან, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან. ამის შესახებ 18 მაისს, 2016 წლის აპრილის ომის გარემოებების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დახურული სხდომის შემდეგ განაცხადა საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა და მმართველი ბლოკის “ჩემი ნაბიჯის” წევრმა ანდრანიკ ქოჩარიანმა.
პარლამენტარის თქმით, ეს საშუალებას მისცემს ერევანს, მომავალში თავიდან აიცილოს ბაქოს მიერ 2016 წლის აპრილის მსგავსი “თავგადასავლების” განმეორება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, მათ შორის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება. ”ჩვენი საპარლამენტო კომიტეტი გამოაქვეყნებს პასუხს ყველა კითხვაზე, და თუნდაც მათზე, რომლებსაც აქვს კონფიდენციალურობის ბეჭედი, მაგრამ ”სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ” კანონის მოთხოვნების შესაბამისად”, – დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close