მთავარისაერთაშორისო

20 ივნისს დაგეგმილი აქცია აბსოლუტურად ლოგიკურია – შეუერთდება თუ არა აქციას ოპოზიციური სპექტრი

NEWPOSTS.GE აუცილებელია ე.წ „გავრილოვის ღამის“ მოვლენების შეხსენება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. – ასეთია ოპოხიციის შეფასება სისხლიანი ღამის წლისთავზე აქციის გამართვასთან დაკავშირებით.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ აქციის გამართვა ლეგიტიმურია.

“20 ივნისს, აქცია აბსოლუტურად ლოგიკური და სწორია, მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია. ამავე დროს პოსტპანდემიურ თუ პანდემიურ პირობებში ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ჯანსაღ აზრთან არის ახლოს. შინაარსი არის უცვლელი – კვლავ დეოკუპაციის მოთხოვნა, ცვლილებების მოთხოვნა და კიდევ უფრო მწვავედ დაემატება ანტიკრიზისული სულისკვეთება“, – აღნიშნა მან.

აქციის გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავაც.

“ის, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რა მოხდა 20 ივნისს, პარლამენტის წინ, და ის რომ დღესაც პრემიერად სწორედ იმ სისხლიანი ღამის მთავარი შემოქმედი უზის ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ესეც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია”, – განაცხადა დეპუტატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button