მთავარისაზოგადოება

„გონს მოეგეთ, თუ არა პრობლემები შეგექმნებათ“, – მოუწოდებს ფაშინიანი თანამემამულეებს

სომხეთში, მომდევნო თვის შუა რიცხვებში, შესაძლებელია კორონავირუსის  20 000 დადასტურებული შემთხვევა  დაფიქსირდეს, თუ ქვეყნის მოქალაქეები არ დაიცავენ  შესაბამისი  ეპიდემიოლოგიური  უსაფრთხოების ზომებს. ამგვარი გაფრთხილებით  გამოვიდა   სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი  პირდაპირი ჩართვით თავისი ფეისბუქის გვერდიდან, როცა ის ქუჩაში აკვირდებოდა სომხეთის მოქალაქეებს.

”მაისის ბოლოს ჩვენ გვექნება 10 000, 12 ივნისს 20 000, ხოლო ივნისის ბოლოსათვის  დაახლოებით 30 000 დაინფიცირებული, რაც თავისთავად ნიშნავს გარდაცვლილთა რიცხვის ზრდასაც.  ამ მომენტისათვის სარეამინაციო განყოფილებები უკვე გადატვირთული იქნება და ჩვენ ვერ შევძლებთ ყველას უზრუნველყოფას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ასეთი სცენარი უსაფრთხოების ზომების დაცვის შედეგად“,  – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.    

როგორც მან თქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული გახდება დააწესოს უმკაცრესი შეზღუდვები, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროებას  ჯერ არ არის.

„დღეს მე ქუჩაში ვხედავ უნიღბოდ მოსეირნე მოქალაქეებს, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ისინი ურთიერთობენ ჩვეულებრივ, არ იცავენ სოციალურ დისტანციას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაიცვათ  კომენდანტის მოთხოვნები, იქონიოთ თან ნიღბები ღია ტერიტორიაზე და  გაიკეთოთ ის დახურულ შენობაში შესვლისას, არ შეიძლება ხელთათმანებისა და ნიღბის გარეშე ტრანსპორტით სარგებლობა“, –  თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button