მთავარისაზოგადოება

დღეს სომხეთში აღირიცხა კორონავირუსის 230 შემთხვევა

20 მაისის 11:00 საათის მდგომარეობით   სომხეთში დადასტურებულია კოროვირუსული დაავადების 5271 შემთხვევა, აქედან   2419 განკურნებულია.

ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე.

დღეისათვის 2 758 პაციენტი  გადის მკურნალობის კურსს, სულ  ჩატარდა 44 071 ტესტი. ტესტირების შედეგად  გამოვლინდა  კორონავირუსის დაავადების 230 ახალი შემთხვევა და 255 გამოჯანმრთელებული.   

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიანი, სულ გარდაცვლილთა რიცხვმა 67-ს მიაღწია.

ნახეთ მეტი
Back to top button