საზოგადოება

ისინი, ვინც არ ატარებს ნიღბებს ტრანსპორტსა და დახურულ ტერიტორიაზე დაჯარიმდებიან 10 000 დრამით (დაახლოებით 20 დოლარი

Sputnik. მეორე მოსმენით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო მთავრობის მიერ წარდგენილი კანონი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”. კანონპროექტს 87 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ   ვაჰე დანიელიანმა პროექტის წარდგენისას აღნიშნა, რომ დახურულ ტერიტორიაზე ნიღაბის ტარება სავალდებულოა, ხოლო ღია ტერიტორიაზე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნიღაბი, მაგრამ ტარება სავალდებულო არ არის.

„თუ ადრე მოქალაქეს თან უნდა ჰქონოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაადგილების მოწმობა, ახლა მათი ქონება სავალდებულო არ არის, სამაგიეროდ ნიღაბი გახდა სავალდებულო.  ნიღაბის არ ქონებისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000 დრამის ოდენობით“, – თქვა ვაჰე დანიელიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button