მთავარიპოლიტიკა

კახა კუჭავა – ევროპარლამენტარები თვლიან, რომ პრეზიდენტის მიერ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება არის განმუხტვისათვის გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი

interpressnews.ge

ევროპარლამენტარები მიესალმებიან მიღწეულ შეთანხმებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალა ოქრუაშვილი და უგულავა. – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ევროპარლამენტარების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. დეპუტატის თქმით, ევროპარლამენტარები იმედოვნებენ რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება დამოუკიდებელ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. კუჭავას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლოს ჩატარებული არჩევნებითაც დაამტკიცა რომ ამის უზრუნველყოფა შეუძლია.

„მნიშვნელოვანი იყო ის კომენტარები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტარებისგან. აქვე უნდა ავღნიშნოთ, თუ რამდენად პოზიტიურაადაა შეფასებული საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენი ღონისძებები. თუმცა, პოზიტივთან ერთად იყო გამოწვევებზე საუბარი. ნახსენებია საკითხები, რომელზეც ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშვოს და კიდევ გააუმჯობესის ის მიღწევები, რომელიც გვაქვს. ძალიან საინტერესო კომენტარები მოვისმინეთ ევროპალრამენტარებისგან, ისინი მიესალმებიან მიღწეულ შეთანხმებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალა ოქრუაშვილი და უგულავა. თვლიან, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, მაქსიმალურად განიმუხტოს პოლიტიკური დაძაბულობა. ისინი გამოთქვამენ იმედს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ მიღებული იქნება და ყველა პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს.

ერთი ევროპარლამენტარის მიერ ნახსენები იქნა ტერმინი პოლიტპატიმარი, თუმცა, აქვე თუ გავითვალისწინებთ სხვა ევროპარლამენტარების კომენტარებსაც, ფაქტობრივად, პასუხი გაეცა ამ გამონათქვამებს. საუბარია, მარინა კალიურანდის კომენტარზე, რომელმაც მოუწოდა თავის კოლეგებს, რომ თავი შეიკავონ ფეიკნიუსების გავრცელებისგან სოციალური ქსელებით, განსაკუთრებით ტვიტერზე მიუთითებდა და უფრო კონსტრუქციული დიალოგისკენ და საუბრისკენ მოუწოდა ყველას. საბოლოო ჯამში, ეს ანგარიში პოზიტიურად იქნა შეფასებული, ადრე კრიტიკულად განწყობილი ბევრი ევროპარლამენტარიც კი ხაზს უსვამდა და აღნიშნავდა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების კუთხით და იმედოვნებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დამოუკიდებელ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ. ბოლოს ჩატარებული არჩევნებითაც დავამტკიცეთ, რომ ამის უზურნველყოფა ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია, “- განაცხადა კუჭავამ.

ნახეთ მეტი
Back to top button