“სმერჩი” გაისვრის. “ბაღრამიანში” ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რომ სამდღიანი სამხედრო ვარჯიშების დასკვნითი ეტაპი საბრძოლო ცეცხლის თანხლებით ჩატარდება.
ერევანი – Sputnik. სრ თავდაცვის სამინისტროს “ბაღრამიანის” სამხედრო სასწავლებელში დღეს დაიწყო ფართომასშტაბიანი ტაქტიკური სამხედრო წრთვნები, რომლის თემაა “თავდაცვის ოპერაციაში შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბრიგადის საბრძოლო მოქმედებების მომზადება და ჩატარება”. ინფორმაციას ავრცელებს სრ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ნათქვამია, რომ სამხედრო წრთვნების მიზანს წარმოადგენს მეთაურების, შტაბების და საერთო პერსონალის შესაძლებლობების შემოწმება, დანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე აყვანისას, ჯარისკაცების პრაქტიკული უნარებისა და საველე მომზადების გაუმჯობესება.

“ბაღრამიანში” დაიწყო ფართომასშტაბიანი ტაქტიკური სამხედრო ვარჯიშები
”სამხედრო ვარჯიშის პირველ ეტაპზე იარაღი და სამხედრო ტექნიკა გამოყვანილ იქნენ საკონცენტრაციო რაიონებში. სამდღიანი სამხედრო ვარჯიშის დასკვნითი ეტაპი საბრძოლო ცეცხლის თანხლებით ჩატარდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

“ბაღრამიანში” დაიწყო ფართომასშტაბიანი ტაქტიკური სამხედრო ვარჯიშები
სამხედრო ვარჯიშებში მონაწილეობენ ოპერატიული ტაქტიკური სარაკეტო გამშვები დანადგარები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ,,სმერჩი“.