ეკონომიკა

სომხური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის გამოცდა წარმატებით დასრულდა. ვიდეო

,,სპუტნიკი არმენია“ . სომხური არმია შეივსება ახალი და ადგილობრივი წარმოების საბრძოლო დრონებით. მალე დაიწყება მათი სერიული წარმოება.
სრ თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეფანიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წარმოდგენილია სომხური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის გამოცდა.


”სომხური დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის  გამოცდამ წარმატებით გაიარა  დასკვნითი ეტაპი. უახლოეს თვეებში ის შევა სერიული წარმოების ფაზაში და სრულფასოვან  ადგილს დაიკავებს თავდაცვის სისტემაში”, – წერს იგი.
სომხეთის შეიარაღებული ძალები თანმიმდევრულად სრულყოფენ ავიაციას, მის შევსებას ახორციელებენ სამამულო წარმოების ახალი ნიმუშებით.

უახლოეს მომავალში ჩვენი არსენალი შეივსება ადგილობრივი უპილოტო საფრენი აპარატებით.
მოგვიანებით,  თავის ფეისბუქის გვერდზე იგივე ვიდეო გამოაქვეყნა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. მან აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება ხორციელდება არცახში.

ნახეთ მეტი
Back to top button