ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 3 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი 10 ქვეყნისათვის კოროვირუსული ეპიდემიის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად. ТАСС – ის თანახმად, ამის შესახებ ნათქვამია ბრიუსელში გაცემულ განცხადებაში.
ფინანსური დახმარება გაიცემა სესხების ფორმით, ხელსაყრელი პირობებით. თანხები 12 თვის განმავლობაში მიიღება და გადაირიცხება ორ ტრანშად. სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადაა 15 წელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტმა პაკეტი 15 მაისს დაამტკიცა. ახლა ევროკომისიას შეუძლია დაიწყოს დახმარების განაწილება.
უკრაინა (1, 2 მილიარდი ევრო), ტუნისი (600 მილიონი ევრო), ბოსნია და ჰერცეგოვინა (250 მილიონი ევრო), იორდანია (200 მილიონი ევრო), ალბანეთი (180 მილიონი ევრო), ჩრდილოეთ მაკედონია (160 მილიონი ევრო), საქართველო (150 მილიონი ევრო), მოლდოვა და თვითაღიარებული კოსოვო (თითოეული 100 მილიონი ევრო), ჩერნოგორია (60 მილიონი ევრო).