პოლიტიკა

პრეზიდენტმა სარგსიანმა შეხვედრები ჩაატარა პოლიტიკურ ძალებთან, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან

Lragir.am. კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ვითარების, მისი ეკონომიკური შედეგების, ახალი გამოწვევების გადალახვის გზების განხილვის მიზნით, პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა წამოიწყო შეხვედრები საპარლამენტო და პარლამენტის გარე ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან.

ამ კონტექსტში, პრეზიდენტი სარგსიანი შეხვდა ჰოიდა (სომეხ რევოლუციონერ დაშნაკთა) სომხეთის უმაღლესი ორგანოს წარმომადგენელს იშხან საღათელიანს და ჰოიდა ბიუროს წევრს არსენ ჰამბარძუმიანს.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ვითარება, ეკონომიკური სირთულეები, მათი გადალახვა და გზები. თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ ამ გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ძალების კონსოლიდაციის გზით. ჰოიდას წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ვითარების დაძლევის შესაძლო გზებზე.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ქვეყნის შიდა და საგარეო საკითხებზე. ისინი ასევე შეეხნენ საერთო სახალხო დღის წესრიგთან დაკავშირებულ უამრავ საკითხს, ამ წრეებში დაგეგმილ ღონისძიებებს, მათ შორის, სომეხთა გენოციდის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, სევრის ხელშეკრულების ხელმოწერის 100 წლის იუბილესა და პირველი რესპუბლიკის მოსალოდნელი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. რესპუბლიკის პრეზიდენტს ინფორმაცია მიეწოდა ჰოიდას მიერ დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დროებით გადაიდო პანდემიის გამო.

ასევე შეეხნენ პრეზიდენტ სარგსიანის მიერ შეთავაზებულ საერთო სახალხო სკვერის ,,სომხური სკვერის“ შექმნის ინიციატივას. სტუმრები მიესალმნენ პანსომხური მნიშვნელობის ამ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებას.

ნახეთ მეტი
Back to top button