საზოგადოება

სომხური წარმოების ნიღბები ․ ტავუშის ფაბრიკამ სასწრაფოდ შეიცვალა პროფილი․ ვიდეო

25 მაისიდან სომხეთში “ნიღბის რეჟიმი” იმოქმედებს და ამისათვის დამცავი ნიღბების ნაკლებობა არ უნდა იყოს. ნახეთ ჩვენი ვიდეო, თუ როგორ მუშაობს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ნიღბების ქარხანა.

,,სპუტნიკი სომხეთი“. დაახლოებით ორი კვირის წინ ტავუშის რაიონის სოფელ არწვაბერდში არსებულმა ხელთათმანების ფაბრიკამ პროფილი შეიცვალა და დაიწყო სამფენოვანი სამედიცინო ნიღბების გამოშვება. აქ მანქანების ხმა 24 საათის განმავლობაში არ დუმს.
ყოველდღიურად 300 ათასი ნიღაბი იწარმოება.

”ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა გაყიდვების ბაზარზე, უფრო მეტიც, ჩვენ უკვე ვიღებთ შეკვეთებს სამხრეთ ამერიკიდან და ევროპიდან. ახლა ჩვენ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს ვამარაგებთ, რათა აღარ მოხდეს ნიღბების ნაკლებობა”,- აღნიშნა კომპანია” ტავუშ ტექსტილის”დირექტორმა, მიქაელ იეზეკიანმა.
კომპანია ახლა იყენებს მაღალხარისხიან ისრაელულ და რუსულ ნედლეულს. ერთი ნიღბის ღირებულება დაახლოებით 110 დრამია, ხოლო აფთიაქებში სამფენოვანი ნიღაბი მინიმუმ 230 დრამი ღირს. იეზეკიანს ესმის, რომ ასეთი ღირებულების ნიღბების ყიდვა ოთხსულიანი ოჯახისთვის, განსაკუთრებით კრიზისის დროს, დიდი სიმძიმეა ოჯახის ბიუჯეტისთვის.

სწორედ ამიტომ კომპანია ცდილობს იპოვოს უფრო იაფი, მაგრამ ხარისხიანი ნედლეული, რომ შემცირდეს სომხეთში დამზადებული ნიღბების ფასი.
საამქროში სამ ცვლაში 180 ადამიანი მუშაობს.  ყველა მათგანი ადგილობრივია. თითოეული თანამშრომელი დღეში 3000-მდე ნიღბს კერავს. დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 150 ათასი დრამია. ეს კარგი მაჩვენებელია ტავუშის სასაზღვრო რეგიონისთვის. და თუ თქვენ მოახერხებთ წარმოების გეგმის შესრულებას – 3700 ნიღაბი დღეში, მაშინ თანამშრომელი იღებს პრემიებს.
აღსანიშნავია, რომ 25 მაისიდან სომხეთში ნიღბის ტარება სავალდებულოა, მათ შორის საზოგადოებრივ ადგილებში. კანონის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილზე ნიღბის არქონის შემთხვევაში, მოქალაქეებს ჯარიმა 10 000 დრამი ჯარიმა  ეკისრება.

ნახეთ მეტი
Back to top button