პოლიტიკა

ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”. აზერბაიჯანი 1915 წლის თურქული პოლიტიკის მატარებელია

არმენპრესი. ”აზერბაიჯანი ნახჭევანში 18 მაისიდან ატარებს ხუთდღიან ფართომასშტაბიან ოპერატიულ-ტაქტიკურ სამხედრო წრთვნებს, რაც ექსკლუზიურად შეტევითი ხასიათისაა. ჯერ კიდევ 14 მაისს სრ თავდაცვის სამინისტრომ დაგმო აზერბაიჯანის მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარება, რაც ამძაფრებს რეგიონში უსაფრთხოების ვითარებას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს ხდება პანდემიის პირობებში. ეროვნული კრების “ჩემი ნაბიჯის” ფრაქციის წევრმა, ტათევიკ ჰაირაპეტიანმა ყოველდღიურ გაზეთ “სომხეთის რესპუბლიკა”-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო სამხედრო წრთვნა ჩატარდა მარტში, ასეთი ვარჯიშები კი, როგორც წესი, ტარდება წელიწადში ოთხჯერ.

დეპუტატის თქმით, აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს თურქეთის პოლიტიკას, რაც უჩვენებს პრობლემის მორალურ მხარეს. ”ფაქტობრივად, აზერბაიჯანს სურს განახორციელოს ის, რის დასრულებაც ვერ შეძლო თურქეთმა 1915 წელს. აზერბაიჯანი არის სწორედ ამ პოლიტიკის მატარებელი და განმახორციელებელი. ამით არის განპირობებული ჩვენი პოზიცია, რომ უკან დახევას ადგილი არ აქვს, უსაფრთხოება არ ექვემდებარება დათმობებს და ეს სიცოცხლის უსაფრთხოების საკითხია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ვწყვეტთ ჩვენი არსებობის საკითხს.

ჩვენ ეს უკვე ერთხელ ვიწვნიეთ  1915 წელს, როდესაც ჩვენს მიმართ განახორციელეს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და სამშობლო წაგვართვეს. მეორედ ასეთ რამეს აღარ დავუშვებთ. ჩვენ გავეცით პასუხი 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში,  როდესაც  გავათავისუფლეთ არცახი”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ აზერბაიჯანს სურს რეგიონში სომხებისგან განთავისუფლდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამშობლოში არსებობისა და ცხოვრების უფლების დაცვას”.

ნახეთ მეტი
Back to top button