მთავარიპოლიტიკა

დღეს მთიანი ყარაბაღის ახალარჩეული პრეზიდენტის ინოგურაცია შედგა

არაიკ ჰარუთიანი შეუდგა  თავისი მოვალეობის აღსრულებას მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პოსტზე.  ფიცის დადებისას  მას ხელი ედო 17-ე საუკუნის ხელნაწერ  ბიბლიასა და კონსტიტუციაზე.

არცახის  მეოთხე პრეზიდენტმა  პირობა დადო, რომ  შეასრულებს კონსტიტუციის მოთხოვნებს, პატივს სცემს ადამიანის, მოქალქის  უფლებებსა და თავისუფლებებს, შეინარჩუნებს რესპუბლიკის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას, ყველაფერს გააკეთებს არცახის რესპუბლიკისა და არცახელი ხალხის საკეთილდღეოდ.

ინოგურაციის ღონიძიებას ესწრებოდნენ სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button