მთავარიპოლიტიკა

ერევანს ბაქოს მუქარის არ სჯერა: სომხეთი დაიცავს მთიანი ყარაბაღის უფლებებს

მთიანი ყარაბაღის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაჟღერებული განცხადებები ზიანს აყენებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესს. ამის შესახებ ნათქვამია  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს -მდივნის ანნა  ანღდალაინის  მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ შუშში 21 მაისს შედგა ახლად არჩეული პრეზიდენტის არაიკ  ჰარუთიუნიანის ინოგურაცია.  ამასთან  დაკავშირებით  ბაქო ადანაშაულებს ერევანს „აზერბაიჯანული ტერიტორიების  ანექსიაში“,   აღნიშნავს, რომ „მთიანი ყარაბაღის არჩევნები ეწინააღმდეგება  საერთაშორისო  ნორმებსა და პრინციპებს“.  გარდა ამისა აზერბაიჯანის განცხადებებში ნათქვამია, რომ  აზერბაიჯანს  უფლება აქვს  „უზრუნველყოს მისი  ტერიტორიების მთლიანობა საერთაშორისო  დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში ყველა აუცილებელი საშუალებებით და მეთოდებით“.  

ამის საპასუხოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთითა, რომ ომით დამუქრება  და საომარი რიტორიკა, იქნება ეს განცხადების სახით, თუ აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნების სახით არის ბაქოს  „დესტრუქციული პოლიტიკის ტრადიციული, განუყოფელი ნაწილი“.   

„მაგრამ ამ პოზიციას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ყარაბაღში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე“,  – აღნიშნავს  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„მიუხედავად ამისა, რომ ეს ზიანს  აყენებს აუცილებელი სამშვიდობო გარემოს ფორმირებას,  სომხეთი თავს ვალდებულად ხდის კონფლიქტი მოაგვაროს მშვიდობიანი გზით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის  ფარგლებში“, – განაცხადა ბაღდალიანმა.

მისი თქმით, სომხეთი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ყარაბაღის დემოკრატიულ ხელისუფლებასთან და თანმიმდევრულად დაიცავს არაღიარებული რესპუბლიკის ხალხის თვითგამორკვევის უფლებას.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close