საზოგადოება

თურქეთში, მეჩეთების დინამიკებით აზანის ნაცვლად, გაჟღერდა იტალიური სიმღერა “Bella ciao”

1in.am. თურქეთის ქალაქ იზმირის ზოგიერთი მეჩეთის დინამიკებით აზანის ხმის ნაცვლად, გაჟღერდა  ცნობილი იტალიური სიმღერა “Bella ciao” შეასრულეს ერთად.
ინციდენტმა უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია მაჰმადიანურ წრეებში, როგორც სოციალურ მედიაში, ასევე თურქულ მედიაში.
უკმაყოფილების დიდი ტალღის მიუხედავად, ბევრმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც შეაქო ის ადამიანები, ვისაც კავშირი აქვს მომხდარ ფაქტთან.
იზმირის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა ინციდენტთან დაკავშირებით, სიმღერის გამაჟღერებელ პირთა და იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც მათ სოციალურ ქსელებში უჭერენ მხარს. ამ პირებს ბრალად ედება რელიგიური ფასეულობების გაქელვა.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტი მოხდა ისლამური მარხვის, რამადანის თვეში.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close