სომხეთის ახალი საგარეო პოლიტიკა უფრო გასაგებია მსოფლიოსთვის: ინაუგურაცია შუშიში

Lragir.am. არცახის პრეზიდენტის ინაუგურაციამ შუშიში და არა სტეფანკერტში, რატომღაც აღშფოთების შტორმი გამოიწვია აზერბაიჯანში. სამხედრო ექსპერტები გადადგომით იმუქრებიან, სოციალურ ქსელებში ისინი მოითხოვენ, რომ დაურეკონ ლავროვს და დარტყმები განახორციელონ შუშიზე, სადაც ჩამოვა სომხეთის ხელმძღვანელობაც, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრაზიან განცხადებებს აკეთებს.
აზერბაიჯანის ჟურნალისტებიც კი, საგონებელში ვარდებიან, პოლიტიკოსები, რომლებსაც არაერთხელ “გადაუხარშავთ” არჩევნები და ინაუგურაცია არცახში რატომ შეშფოთდნენ ასე მოულოდნელად. რა შეიცვალა? რატომ გადაწყვიტა ამ დღეებში აზერბაიჯანმა სომეხთა ცხვირის წინ ვარჯიშების ჩატარება, რაკეტების და სხვა იარაღის ჟღარუნით?
ჩიხი, რომელშიც აზერბაიჯანი აღმოჩნდა სომხეთში ძალაუფლების შეცვლის შემდეგ, თანდათან უფრო და უფრო განსაზღვრული ხდება. ბევრი რამ შეიცვალა სომხეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლების შემდეგ, რომლებმაც ფეხზე დააყენეს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში თავდაყირა მდგარი მოლაპარაკების პროცესი.
მოლაპარაკებებში ალოგიზმები დასრულდა, სომხეთმა უარი თქვა ფიქტიურ დიპლომატიურ ხრიკებზე, რომლებიც აწყობდა “მესამე” მხარეს, და დაკავდა სუვერენული საგარეო პოლიტიკით. შესაძლოა, სომხეთში ახლა პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელსაც არ ჰყავს “პატრონი” სმოლენსკაიას მოედანზე ან სხვაგან. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღარ უმზერს მოსკოვს ყველა საკითხთან დაკავშირებით, არ აწარმოებს „ცალკეულ“ მოლაპარაკებებს, რომლის შესახებაც შემდეგ ”აცნობებს” პრეზიდენტს.
სწორედ ამ ერთი შეხედვით შეუმჩნეველმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ სომხეთმა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ღიად აღნიშნა თავისი ინტერესები არცახის დარეგულირების საკითხში, შეარყია დიპლომატიური თამაშის პროცესი ერთ კარში. ხოლო სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებამ პრევენტიული დარტყმისა და კონტრშეტევის მოქმედებების ტაქტიკაზე გადასვლის შესახებ, სომხეთის პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა.
რა თქმა უნდა, ეს დაიწყო ნიკოლ ფაშინიანის ირანში ვიზიტით, სადაც სომხურ საზოგადოებასთან შეხვედრის დროს, მან ისაუბრა უზარმაზარი პლაკატის ”არცახი არის სომხეთი, და წერტილი” ფონზე. ეს გახდა ნაღმი, რომელმაც შეარყია აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის ყველა ძალისხმევა, რომლებიც მეთოდურად, მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ სომეხთა ისტორიული მეხსიერებისა და ფლობის უფლების კოდების წაშლას.
საერთაშორისო რეაქცია სომხეთის საგარეო პოლიტიკური პოზიციის ტრანსფორმაციაზე გასაოცარი იყო: სომხეთის ახალი პოზიცია მსოფლიოსთვის უფრო გასაგები აღმოჩნდა, ვიდრე ყოფილი, რაც ბევრს ვერ გაეგო. მართლაც, ძნელი იყო იმის გაგება, თუ როგორ შეუძლია გამარჯვებულ მხარეს, დამარცხებულ მხარესთან განიხილოს მისი კაპიტულაცია “ეტაპობრივი” თუ “პაკეტური” ვარიანტით? რთული იყო იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ იხელმძღვანელოს სხვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესებით, თავისიანების საზიანოდ?
ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. და ეს აცოფებს აზერბაიჯანს, რომელსაც აღარაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ გაიხსენოს ნჟდეჰი, იჩივლოს მოსკოვში და იმუქრებოდეს რაკეტებით.
სომხეთის ამგვარი პოზიცია არ არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ მანამდეც არავინ აძლევდა ამ გარანტიებს, უფრო მეტიც, 2016 წლის ომმა აჩვენა, რომ წინა პოზიციები აზერბაიჯანს უფლებას აძლევს “თავისი” აიღოს ძალით. ახლა ასე აღარ გამოვა – შუშიში გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია.