ეკონომიკამთავარი

სომხეთის მთავრობამ 200 მილიონი დოლარის დახმარება გასცა: ვიცეპრემიერი

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პაკეტის ფარგლებში სომხეთის მთავრობამ გამოჰყო 200 მილიონი დოლარის დახმარება.  ამის შესახებ სომხეთის ვიცე პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა განაცხადა  „რადიო თავისუფლებისათვის“  მიცემულ ინტერვიუში.

ამ თანხის ერთი ნაწილი მიმართული იქნა სოციალურ სფეროში. საერთო ჯამში დახმარება გაეწია  1 მილიონ მოქალაქეს და 50 000 მეწარმე სუბიექტს.   „ეკონომიკური ზრდის ვარდნის  ჩემი პროგნოზი  მერყეობს 1.5% -ის ირგვლივ, უარეს შემთხვევაში კი 2% -ს ველოდები. დღეისათვის ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ უკვე დაგვიმტკიცეს  280 მილიონი აშშ დოლარის სესხი, ხოლო კიდევ 25 მილიონი აშშ დოლარი ხელმისაწვდომი იქნება სექტემბერში.  2022 წლამდე   420 მილიონი დოლარ სესხს ველოდებით“,- თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close