მთავარისაზოგადოება
სომხეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევამ 5928-ს მიაღწია

22 მაისის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის დაავადების 5928 შემთხვევა, 2874 ადამიანი განიკურნა.
ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე.
ამ დროისთვის, ფაქტობრივად, 2952 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსის დაავადებით. სულ ჩატარდა 47 654 ტესტი. ტესტის შედეგად გამოვლინდა 322 ახალი დაავადებული და 293 გამოჯანმრთელებული.
სულ გარდაიცვალა 74 ადამიანი (4 -ით გაიზარდა).