
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ გარეგინ მეორემ მიულოცა არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტს არაიკ ჰარუთიუნიანს თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით.
„წმინდა ეჩმიაწინი და მე პირადად მივესალმები და საპატრიარქო ლოცვა-კურთხევასა და საუკეთესო სურვილებს გადმოგცემთ თქვენს ინოგურაციასთან დაკავშირებით.
ჩვენი ხალხი თქვენ გიცნობთ,როგორც პოლიტიკოსს და ისეთ პიროვნებას, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის არცახის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში და სომეხთა ცხოვრების განვითარებაში. არცახის დამოუკიდებლობის წლებში ჩვენმა ხალხმა მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებებს, არცახელმა ხალხმა მრავალი ასეთი გამარჯვებები უნდა იზეიმოს და საბოლოოდ მიაღწიოს აღიარებას, რასაც ასე მოველით“ , – ნათქვამია სრულიად სომეხთა კათოლიკოსის მისალოც ბარათში.