საზოგადოება

გამოვლინდა კრიმინალური სუბკულტურული ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს არსენ ერევანსკი

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავესჯგუფის ლიდერი და 8 წევრი, იპოვეს ფული და ნარკოტიკი.
,,სპუტნიკი სომხეთი“. სრ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურისა და სრ პოლიციის ერთობლივი ოპერატიული მოქმედებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კრიმინალური სუბკულტურული ჯგუფი.

ეუს-დან აცნობებენ, რომ საგამოძიებო დეპარტამენტში 2020 წლის 13 მარტს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის წრეებში  21 მარტს კრიმინალური სუბკულტურის ფორმირებისა და ხელმძღვანელობის ეჭვით ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში მოყვანილ იქნა არსენ მკრტჩიანი, “კანონიერი ქურდი”, მეტსახელად “არსენ ერევანსკი”.
ჯგუფში მონაწილეობის და კრიმინალური სუბკულტურული ჯგუფის შეხვედრების ან შეკრების ორგანიზების და მასში მონაწილეობის ეჭვით მოყვანილ იქნა აგრეთვე არმენ მელქონიანი, მეტსახელად “ბასარი” და კიდევ რვა ადამიანი, რომელთა სახელებსაც არ აქვეყნებენ.


დაკავებულთა ბინებისა და მანქანების ჩხრეკისას აღმოჩენილ და კონფისცირებულ იქნა  განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თანხა, ნარკოტიკები და სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ნივთები.
მოყვანი პირთაგან დაკავებულია შვიდი, ხოლო სამის მიმართ გამოყენებულ იქნა ხელმოწერა გაუსვლელობის შესახებ.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახური აცნობებს, რომ მიიღება აქტიური ზომები სისხლის სამართლის სქემაში მონაწილე პირების მიერ სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გარკვევის და თავიდან აცილების მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close