ეკონომიკა

“ელოდებიან ლარის მკვეთრ გაუფასურებას”… – ეკონომისტებს მილიონობით დოლარის გაყიდვასთან დაკავშირებით, კითხვები აქვთ

,,მთავარი არხის” ინფორმაციით, ეკონომისტების ეროვნული ბანკის ქმედებები გაუგებარია და ბუნდოვანია. საუბარია 40 მილიონი დოლარის გაყიდვაზე. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სებ-ი სავარაუდოდ ლარის მკვეთრ გაუფასურებას ელოდება და თავს წინასწარ იზღვევს, თუმცა მათივე თქმით, ეს ქმედებები ბევრ კითხვას ბადებს, მათ შორის პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებით:

გაუგებარი ოპერაციაა იმიტომ რომ ლარი ბოლო დღეები მეტ-ნაკლებად სტაბილურია, იმიტომ რომ ყველა იმედით ველოდებით დონორებიდან რაღაცა დახმარებას…ელოდებიან მკვეთრ გაუფასურებას და წინსწრებით ცდილობენ ლარის გამყარებას – აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

ბუნდოვანია და ყოველთვის ბადებს ეჭვს, რომ ეს არის შიდაკულუარული ინტერესები, პოლიტიკური ინეტერსები, რაც ხანდახან ერთმანეთს ფარავს – ამბობს პაატა შეშელიძე.

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ინტერვენციის მიზანი ლარის მერყეობის შემცირება და ბაზარზე დასტაბილურებაა. მსგავსი ოპერაცია კი წლის განმავლობაში  ხუთჯერ შესრულდა და ჯამში ეროვნულმა ბანკმა 160 მილიონი დოლარი გაყიდა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close