ანალიტიკამთავარი

მოდი შევეშვათ საქართველოსთან პარალელების გავლებას და ჩვენს საქმეს მივხედოთ: სომხური მედია

როგორც  იცით,  სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, სადაც ის პარალელებს ავლებდა სხვადასხვა ქვეყნებისა და სომხეთის ჯანდაცვის სისტემებთან და აღნიშნა რომ სომხეთის ჯანდაცვის სისტემა უკეთესია ვიდრე საქართველოსიო, თანაც ეჭვის ქვეშ აყენებდა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების  სიზუსტეს, დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია როგორც  საქართველოში, ასევე სომხეთშიც. მრავალმა  საინფორმაციო საშუალებამ თავისი აზრი გამოთქვა ამის შესახებ და  ჩვენი მკითხველებსათვის  ცოტათ თუ ბევრად მათი შინაარსი ცნობილია. დღეს თქვენს ყურადღებას გავამახვილებ საინფორამციო  საიტზე 1in.am  გამოქვეყნებულ სტატიაზე სადაც  ნათქვამია:

„როგორც ცნობილია, საქართველოში 700 – ზე მეტი ინფიცირებული ადამიანია და დაახლოებით ორი ათეული  გარდაიცვალა. ცხადია, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ოდნავ მეტია, ვიდრე სომხეთში. მაგრამ სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი შეუდარებლად მაღალია, რაც ზრდის საავადმყოფოების გადატვირთვის რისკს. სტატისტიკამ გამოიწვია საქართველოსთან შედარების ცდუნება. უკეთესია თუ არა მეზობელ ქვეყანაში ეპიდემიის კონტროლი, ან უარესი? ნებისმიერ შემთხვევაში, ტესტების რაოდენობა იგივეა. მაგრამ მთელი საქმე ისაა, რომ ეპიდემიის მდგომარეობის კონტროლი არ არის მხოლოდ შემოწმების საკითხი, არამედ არსებობს მრავალი სხვა ფაქტორიც, რომლებიც, ასე ვთქვათ, არ არის სამხედრო ან სახელმწიფო საიდუმლოებები, მაგრამ  შეიცავენ ბევრ ნიუანსს, რომელიც უნიკალურია ამ ქვეყნების მთავრობებისთვის.

რა თქმა უნდა საქართველოშიც და სომხეთშიც არსებობს სტატისტიკა კორონავირუსის სფეროში, სტატისტიკა კი სუბიექტურია ნებისმიერი ქვეყნისათვის. ამგვარად  კარგი იქნებოდა დაგვესრულებინა  სომხეთის შედარება საქართველოსთან და საერთოდ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. ხოლო, როცა სახელმწიფოს ოფიციალური პირი აკეთებს განცხადებას, მან უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ გააკეთოს ისეთი კომენტარი, რაც ნებით თუ უნებლიეთ

სომხეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების პრობლემა გახდება.

სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის სიტუაციების შეფასებისა და შედარებისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ასეთ დელიკატურ საკითხებს. სომხეთის მთავრობა ანგარიშვალდებულია თავისი მოქალაქეების წინაშე სომხეთში არსებულ ვითარებასა და მისგან გამოწვეულ საკითხებზე, ხოლო საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია თავის მოქალაქეებთან. ჩვენ არ გვაქვს უფლება, საქართველოსთან შევქმნათ პრობლემები, მაშინ როცა  ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში  ბევრს არ მოსწონს ჩვენი ურთიერთანამშრომლობა და  რეგიონალური ცენტრებიც  კი მუშაობენ იმისათვის, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობანი მიწასთან გაასწორონ“.

წყარო:1in.am      ავტორი: არამ ამატუნი

ნახეთ მეტი
Back to top button
Close