საერთაშორისო

ნიგერიაში, მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან. საზღვარო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში ნიგერიიდან სპეციალური რეისით, რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან

სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები 21 დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან. უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მათი უსაფრთხოდ დაბრუნება სამშობლოში. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებად და ნიგერიიდან მათი ტრანსპორტირების ორგანიზების მიმართულებით – აღნიშნა საგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button