არმენპრესი. პროგრამის ,,პოლიტიკის შემუშავების სომხურ-ქართული პლატფორმა“ ფარგლებში, პოლიტიკის კურსების ერევნისა და თბილისის სკოლები ატარებენ ფოკუს ჯგუფების შეხვედრებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, ტურიზმთან, როგორც ეკონომიკური ზრდის სტიმულისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დღის წესრიგით. მესამე შეხვედრა, პანდემიით გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა ინტერნეტით. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სომხურ-ქართული ფოკუს ჯგუფის დისკუსიები ჩატარდა 2020 წლის 8-10 მაისს, ონლაინ პლატფორმის საშუალებით.
სამდღიანი ონლაინ დისკუსიის დროს, ერევანისა და თბილისის პოლიტიკური კვლევების სკოლების 19 წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში სომხეთში და საქართველოში კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე. ახალგაზრდა ლიდერთა ჯგუფმა შეისწავლა არსებული ხარვეზები და გამოწვევები, ხაზი გაუსვა განათლებისა და მოსახლეობის ინფორმირების დონის ამაღლების აუცილებლობას საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმის დამკვიდრების და კორუფციის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ კონცეფციის გაძლიერების თვალსაზრისით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის ახალი გზების მოძიების აუცილებლობას.
სომეხმა და ქართველმა ექსპერტებმა წარმოადგინეს სიტუაცია, ეროვნული სტრატეგიები, სამართლებრივი რეგულირება, პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებები. განიხილეს სხვადასხვა თემები, როგორიცაა კორუფციის განსაზღვრა და ფორმები, საჯარო და კერძო სექტორებში კორუფციის შემსუბუქების სტრატეგიები. ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკები და ახალი მიდგომები, კორუფციის გამოვლენა და მოკვლევები, კორუფცია სასამართლო სისტემაში, კორუფციის შედარებითი ანალიზი სომხეთსა და საქართველოში. მიზეზები, შედეგები და გადაწყვეტილებები.
სომხურ-ქართული ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შედეგები აისახება პოლიტიკური კურსების ერევანისა და თბილისის სკოლების ექსპერტების კონკრეტული მოქმედებების ამსახველ წინადადებებში, რაც სასარგებლო იქნება ხელისუფლებისთვის, კორუფციის რისკების თავიდან აცილებისა და გამოვლენის საქმეში. წინადადებების პაკეტი წარმოდგენილი იქნება 2020 წლის ივნისში.
პროგრამას ,,პოლიტიკის შემუშავების სომხურ-ქართული პლატფორმა“ აფინანსებს ევროკავშირი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სწრაფი რეაგირების მექანიზმის საშუალებით. პროგრამას ახორციელებს ერევნის პოლიტიკური კვლევების სკოლა, თბილისის პოლიტიკური კვლევების სკოლასთან თანამშრომლობით. ორივე ორგანიზაცია არის პოლიტიკური კვლევების სკოლების ევროპული ასოციაციის ქსელის ნაწილი.