მთავარისაზოგადოება

სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგისიანის იდეას „სომხური პარკის“ შექმნის შესახებ ფართო გამოხმაურება მოჰყვა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგისიანმა   წიწერაკაბერდის პარკის ტერიტორიაზე “სომხური პარკის” შექმნის იდეა პროფესიონალურ წრეებთან   განიხილა.

შეგახსენებთ, რომ არმენ სარგისიანმა ამ რამდენიმე ხნის წინ  წარმოადგინა თავისი იდეა წიწერნაკაბერდის პარკის ტერიტორიაზე “სომხური პარკის” შექმნის შესახებ. პარკი  სომეხთა გენოციდის მსხვერპლთ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაშენდება დაახლოებით 100 ჰექტარზე.

ლოგიკა არის ის, რომ პარკის პირველი ნაწილი შედგება ნაწილებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი ისტორიული სამშობლოს რეგიონებს, მაგალითად, ვანს, ერზრუმს და ა.შ. მეორე ფენა წარმოადგენს  სომხურ დიასპორებს:  პარიზს, ლოს-ანჯელესს, მოსკოვს, სომხეთისა და მთიან ყარაბაღს, სომხეთის ქალაქებს ან დაწესებულებებს, მაგალითად ისეთს, როგოროცაა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  

ეს დაყოფა, რა თქმა უნდა სიმბოლურია, სიმბოლურია ისიც, რომ პარკში დარგული იქნება  მილიონ ნახევარი ხე,  გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად.

არმენ სარგისიანმა თავის დროზე ეს იდეა განიხილა მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ ლანდშაფტის დიზაინის კომპანიასთან, რომელმაც ჩაატარა წინასწარი გამოკვლევა და იდეაც კი ჩამოაყალიბა ნახატის სახით.

”ეს არის წინადადება, რომ გავიხსენოთ ჩვენი უზარმაზარი დანაკარგი  გარკვეულწილად – ადამიანური, ისტორიული, კულტურული, მეორეს მხრივ, – ეროვნული.  მოდით შევქმნათ ბაღი ყველასთვის, ერთობლივი  შრომით,  რომელსაც ექნება ჩვენივე  სახელი – “სომხური პარკი”. ჩვენ დავანახვებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გენოციდგამოვლილი, მაგრამ გადარჩენილი ერი ვართ და ამავე დროს, ჩვენ მივცემთ ერევანს ახალ ფილტვებს, რათა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას  შეეძლოს ცხოვრება  ჯანმრთელ პირობებში ”- თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარკის შექმნის იდეას საფუძვლად ედოს ერთიანობა. ეს იქნება ეროვნული პარკი, მემორიალური პარკი. ეს უნდა გახდეს წიწერნაკაბერდის მემორიალური კომპლექსის იდეის გაგრძელება, ამავე დროს, ტერიტორიის გაუმჯობესების საკითხის მოგვარება და დედაქალაქისთვის დიდი მწვანე ზონის უზრუნველყოფა.

ექსპერტები მიესალმებიან არმენ სარგსიანის ინიციატივას. მემორიალის თანაავტორის, არქიტექტორის საშურ კალაშიანის თქმით, პრეზიდენტის ეს იდეა მნიშვნელოვანია, რადგან  ეს ტერიტორია  ამჟამად ყურადღების მიღმაა  და “სომხური პარკის” შექმნის იდეა ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა.

”სხვა საკითხია, თუ როგორ უნდა მოგვარდეს იგი, რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რა საპროექტო გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, მაგრამ ეს რეალისტურია, მე ვერ ვხედავ პრობლემას. პროგრამა უკავშირდება არა მხოლოდ პარკის კეთილმოწყობას, არამედ მთელი სომეხთა გაერთიანების ფორმატს. მე ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას პროგრამის განხორციელებაში, ჩვენ ამის პოტენციალი და შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ეს, ”- ამბობს საშურ კალაშიანი.

არქიტექტორ ანაჰიტ თარხანიანის, მემორიალის კიდევ ერთი თანაავტორის, არტურ თარხანიანის ქალიშვილის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრამა წიწერაკაბერდის პარკის აღდგენისთვის. ”ეს გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ შევქმნათ და  გავაცოცხლოთ წიწერაკაბერდის პარკი, არამედ  კიდევ ერთხელ წინ წამოვწიოთ  სომეხთა გენოციდის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“, -თქვა მან.

საფრანგეთელი სომეხი ისტორიკოსი, გენოციდის ექსპერტი და სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე   რეიმონ ჰარუთიუნ-გევორგიანი დარწმუნებულია, რომ მოხდება ამ იდეის პან-სომხური კონსოლიდაცია. მისი თქმით, გენოციდის 100 წლისთავის შემდეგ, ჩვენი ეროვნული მეხსიერება უნდა გადამუშავდეს  და ამისათვის მხოლოდ მეცნიერთა შრომა არ არის საკმარისი, მეცნიერებს შეუძლიათ მხოლოდ მხარი დაუჭირონ ამ ინციატივას.

პრეზიდენტმა მთავრობას, პრემიერ მინისტრს და მერს შესთავაზა ამ საკითხის განხილვა. მისი თქმით, თუ მთავრობა ამ იდეას დაამტკიცებს, ის პირადად, როგორც პრეზიდენტი, ჩაერთვება ფონდის მოძიებაში და მუშაობის ორგანიზებაში.

უკვე არის გამოხმაურებები  არმენ სარგისიანის ამ ინიციატივაზე სომხეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ამ რამდენიმე ხნის წინ  წინ რუსეთის სომეხთა კავშირის პრეზიდენტმა არა აბრაამიანმა განაცხადა, რომ რუსეთის სომეხთა კავშირის წევრები მზად არიან მხარი დაუჭირონ ინიციატივას.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close