ეკონომიკამთავარი

სომხეთი რეგიონალური ლიდერია კრიპტოვალუტით. “ჟოღოვურდ”

1in.am. გაზეთი “ჟოღოვორდ”-ი წერს. ”სულ უფრო ღრმავდება საფინანსო სფეროს ექსპერტების თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ სომხეთი შეიძლება გახდეს გლობალური ფინანსური ბაზრის მთავარი მოთამაშე. საქმე იმაშია, რომ ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებში რთულია მკვეთრი და ძალიან სწრაფი განვითარების უზრუნველყოფა, მაგრამ სწორი ნაბიჯებით ფინანსურ ბაზარზე, შესაძლებელია ქვეყანა სერიოზულ ბრუნვაზე იქნას მიმართული.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სომხეთს აქვს “კრიპტო შვეიცარია”-დ გადაქცევის შესაძლებლობა,  და ეს საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანაში კრიპტოვალუტების (ბიტკოინი, ethereum) გაცვლითი ოფისების გახსნას, საფონდო ბირჟებს, ფულადი პუნქტების გახსნას, რაც, თავის მხრივ, გააცოცხლებს ეკონომიკის სხვა სექტორებს და ქვეყანაში შემოედინება ასობით მილიონი დოლარი. უფრო მეტიც, ამგვარი მოქმედებისთვის არ არსებობს რაიმე სახის ხელისშემშლელი მოქმედება  არცახისთვის და ჩვენ გვითხრეს, რომ კრიპტოვალუტების განაღდებით,  ვაჭრობით დაკავებულმა ერთ-ერთმა სომხურმა კომპანიამ, უკვე გახსნა თავისი  ფილიალი არცახში, რომელიც დღემდე ერთადერთია და რომელიც შეიძლება გახდეს არცახის  ფინანსური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემადგენელი. ზოგადად, დღეს მსოფლიოში უამრავი ანალიზია იმაზე, რომ მომავალი კრიპტოვალუტასა და ელექტრონულ ფულშია, და ასეთი პროდუქტები უკვე შექმნილია ჩინეთის, იაპონიის, სოციალური ქსელის ფეისბუქისა და სხვადასხვა კორპორაციების, აგრეთვე სახელმწიფოების მიერ.

ამ თემაზე, ჩვენ დავუკავშირდით სომხეთში წამყვანი კრიპტოვალუტის Tetchange სავაჭრო კომპანიის დამფუძნებელს, ჰრაჩია დანიელანს, რომელმაც აღნიშნა, რომ სომხეთს განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში შექმნას დამატებითი ფინანსური ნაკადები, მოაგვაროს დამატებითი სავალუტო რეზერვების შესაძლებლობები, ასევე ჩვენი ქვეყანა გახადოს კრიპტოტურიზმის ცენტრი, რადგან, დანიელიანის თქმით, მსოფლიოში მკვეთრად შეინიშნება იმ  ტურისტების რიცხვის ზრდა, რომლებიც ექსკლუზიურად კრიპტოვალუტით არიან დაკავებულნი და ამ ვალუტით გადახდა სურთ. Tetchange-ის დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში მომწიფდა ამ სფეროს მარეგულირებელი კანონის არსებობის აუცილებლობა და დასძინა, რომ ისინი მზად არიან ამ საკითხთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღონ პროფესიონალურ დისკუსიებში”.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close