მთავარისაზოგადოება
დღეს სომხეთში დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადებულთა რეკორდული რიცხვი

25 მაისის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის 452 შემთხვევა და დაავადებულთა საერთო რიცხვმა მიაღწია 7113-ს, აქედან გამოჯანმრთელებულია 3145-ი. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე.
დღეისათვის რეალურად მკურნალობს 3842 პაციენტი. სულ 51,594 ტესტი ჩატარდა.
სომხეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისაგან გარდაიცვალა 6 ადამიანი. სულ 87 ადამიანი დაიღუპა.