საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლისის შუა რიცხვებში ამუშავდება
Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები 15 ივლისამდე იმოქმედებს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
შეზღუდვები შეეხება შემდეგ მიმართულებებს:
რეგულარულ ავიარეისებს ქვეყნის შიგნით მგზავრების გადაყვანაზე. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით;სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანას, გარდა ოფიციალური სარკინიგზო გადაზიდვების, რომელთა ფარგლებში ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;მგზავრთა გადაზიდვებს საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ შორის მეტროსა და საბაგიროს.
დადგენილება ძალაში 23 მაისს შევიდა და 15 ივლისამდე იმოქმედებს.
როგორც ადრე აღინიშნა, ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით