საზოგადოება

” სხვადასხვა განზომილებაში ვართ და ჩვენს შორის საუბარს აზრი არ აქვს,”- მეუფე იოანემ ტყის კოდექსთან დაკავშირებით კითხვას არ უპასუხა

,,მთავარი არხის” ინფორმაციით, “სხვადასხვა განზომილებაში ვართ და ჩვენს შორის საუბარს აზრი არ აქვს”- ასე უპასუხა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოპოლიტმა მეუფე იოანემ ჟურნალისტების მიერ  ტყის კოდექსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. საქმე ეხება კანონს, რომლის თანახმადაც ეკლესია მონასტრებს მის სიახლოვეს მდებარე 20 ჰექტრამდე ტყე პირად სარგებლობაში გადაეცემა.

მეუფეს განცხადებით, მასსა და ჟურნალისტებს შორის დიალოგის პრობლემაა და ამიტომ კითხვაზე პასუხის გაცემის აზრს ვერ ხედავს.

უკვე რამდენი ხანია გიცნობთ და ჩვენს შორის დიალოგი ვერ შედგა. სხვადასხვა განზომილებაში ვართ. თუ დიალოგი ვერ შედგა მაშინ აზრი არ აქვს ჩვენს ლაპარაკს. მე გეუბნებით რაც მე მიმაჩნია სწროდ, თქვენ კი ამას არ იღებთ, – ბრძანა მეუფე იოანემ.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close