მთავარიპოლიტიკა

ტოროსიანმა დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოდიში მოუხადა თბილისს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ  თბილისს  დიპლომატიური არხების საშუალებით შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც გამოთქვამს სინანულს  ჯანდაცვის  მინისტრის არსენ ტოროსიანის მიერ გაკეთებული შენიშვნების გამო, რომელიც ეხებოდა  COVID 19-ის წინააღმდეგ საქართველოში წარმართულ  მუშაობას.

ადრე, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ტოროსიანმა განაცხადა, რომ COVID-19– ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ  დაწესებული შეზღუდვები უფრო ეფექტური იყო, ვიდრე სომხეთისა, მაგრამ მას ცუდი შედეგები მოჰყვა და გამოიწვია  სასაქონლო ფასების ზრდა  და ეროვნული ვალუტის  ღირებულების  დაცემა.  

მისივე განმარტებით, საქართველოში ანტივირუსოლოგიური  სისტემა და ჯანდაცვა განსხვავდება სომხური სისტემისგან და არა საუკეთესო მხრიდან. ტოროსიანის თქმით, მეთოდოლოგიისა და ტესტების რაოდენობას შორის განსხვავებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ეპიდემიოლოგიურ სტატისტიკაზე.  წერს „აპუტნიკი  არმენია“.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა ეს კომენტარი  იყო კორექტულობას მოკლებული მეგობარი  ქვეყნის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის წარმოთქმული იქნა  ჯანდაცვის მინისტრის მიერ -აღნიშნა ზალკალიანმა

შეგახსენებთ, რომ არსენ ტოროსიანმა გუშინ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში გამოყენებული შეზღუდვები უფრო ეფექტური, ძლიერი და მკაცრია. ამასთან, მან გამოთქვა ეჭვი ინფიცირებულთა რაოდენობის გამოანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სომხეთში ანტისხეულების საწინააღმდეგო სისტემა უკეთესია ვიდრე მეზობელ ქვეყანაში.

ამან გამოიწვია აღშფოთების ტალღა საქართველოში.  თბილისიდან მოითხოვეს, რომ ტოროსიანმა ან დაამტკიცოს ნათქვამი, ან ბოდიში მოიხადოს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close